შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომლის მეორე სახელიც არის “ზიზღი და ძალადობა”, ამ საკითხზე ასეთი მორალური პიედესტალიდან საუბარი ფარისევლობაა

“იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც სწორედ ასოცირდება ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის “ზიზღი და ძალადობა”, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ საკითხზე ასეთი მორალური პიედესტალიდან საუბარი ფარისევლობაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირია ამ თემაზე არსებული აჟიოტაჟი. მან მიმართა მედიას, ნახონ, როგორი სატელევიზიო ბადე აქვს ზოგიერთ მედიასაშუალებას, ასევე, დაინტერესდნენ სოციალურ მედიის გვერდებით, რომლებიც სიძულვილის ენის შესახებ დღეს ასეთი მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ.

„ნახეთ, რა ენით საუბრობენ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიებიდან, ნახეთ – რა ზიზღი იფრქვევა სოციალური მედიის ამ გვერდებიდან. გახსოვთ, ახლახან ჩვენ გავაკეთეთ მედიის ანალიზი, რომლის მიხედვითაც 12 დღის განმავლობაში, 12 სექტემბრის ჩათვლით 128 ზიზღის ენის შემცველი სიუჟეტი გავიდა სამ ტელევიზიაში. დღეში საშუალოდ ასეთი 10 სიუჟეტი გადის. ასე რომ, ეს არის ფარისევლობა. ასევე, იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც სწორედ ასოცირდება ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ამ საკითხზე ასეთი მორალური პიედესტალიდან საუბარი მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, ამ კონტექსტში კიდევ რომ საუბრობენ ზიზღის ენაზე, რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები