„ნაცმოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ, ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიისა, “ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევითა და დეზინფორმაციის გავრცელებით.

“12 დღე დარჩა არჩევნებამდე და ატყობთ, ეს თემები საიდან, ვისგან და რატომ მოდის და რა ინტერესია ამ ყველაფრის უკან. ეს ხომ არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ, ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით, შფოთვის შეტანით, დეზინფორმაციით და ა.შ.”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რა საჭიროება აქვს ხალხს, აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები