ხატია დეკანოიძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციიის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

დეკანოიძე სხვა პირებსაც, ვისაც – მასალების მიხედვით – უსმენენ, მოუწოდებს, სარჩელი შეიტანონ სხვადასხვა საოლქო პროკურატურაში.

“მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც არის ინფორმაცია და გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.

ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, ეს იყო რეალურად ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებს შორის. ამიტომ, მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. არ მქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა ან სუს-ი, ან შსს გამოიძებს ამ მასიურ ტოტალურ კონტროლს, მაგრამ როცა ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, როცა გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ კონტროლს გააპროტესტებს იქნება გამოძიებული.

ეს მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე უნდა იყოს საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურაში”, – ამბობს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები