ივანე ჩხაიძე: თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია

“თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„თუ მომდევნო დღეების, სამუშაო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვაქცინირებულების რაოდენობამ 20 ათასს არ გადააჭარბა, მაშინ რეალური რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ვერ მოვახერხოთ 60 %-იანი ზღვარის გადალახვა. ეს რისკი მართლაც არსებობს. თუ ვერ გადავლახავთ დეკემბერში 60%-იან ზღვარს, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები