რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს სუქოთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს სუქოთის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 20-28 სექტემბერს იუდეველები სუქოთის, ანუ კარვობის დღესასწაულის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით – ქართველ ებრაელებს დღესასწაულს, ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები