ელენე ხოშტარია პროკურატურაში დაიბარეს
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
“დამირეკეს პროკურატურიდან, მოწმის სახით გვინდა, დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით, პირიქით გიჩივით-თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა-თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?”, – წერს ხოშტარია Facebook-ზე.