ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ 8 წლის ბავშვს ფილტვების 18-ქულიანი დაზიანება აღენიშნება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში გუშინ 8 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც ფილტვების 18-ქულიანი დაზიანება აღენიშნება.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს.

“წინა 10 დღის განმავლობაში მომართვიანობა შემცირებული იყო. ამჟამად არის 119 პაციენტი.

გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი.

რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს,” – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები