სამართლის აღსრულება სახელმწიფო ჯალათთან მიმართებით მნიშვნელოვანია მომავალში ტირანული რეჟიმის პრევენციისთვის – თამარ ტალიაშვილი 

მეგის ქარდავა სააკაშვილის რეჟიმის სახეა. თუმცა, რომ არა მეგის ქარდავა, სხვა ჯალათი გახდებოდა სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლო, რადგან თავად სახელმწიფო მართვა იყო მაშინ ინკვიზიციური, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მეგის ქარდავა ერთ-ერთი მათგანია ვისი მეშვეობითაც სახელმწიფო ადამიანებზე წარმატებით ძალადობდა.

“მეგის ქარდავა ერთ-ერთი მათგანია ვისი მეშვეობითაც სახელმწიფო ადამიანებზე წარმატებით ძალადობდა, წამების ძველი მეთოდების რეინკარნაციასა და ახლების დატესტვას ახდენდა.

სამართლის აღსრულება სახელმწიფო ჯალათთან მიმართებით მნიშვნელოვანია  მომავალში ტირანული რეჟიმების პრევენციისათვის.
დადგინდეს სამართალი, რომ დანაშაული არ განმეორდეს”, – წერს თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები