უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში განთავსდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში განთავსდება.

„იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განახორციელა მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინის სახელმწიფოდან.

ექსტრადირების პროცესმა ჩაიარა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის  მე-12 დაწესებულებაში და წარიმართება სხვადასხვა პროცესი, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტდრადირება დღეს განხორციელდა.

მასზე საქართველოში სისხლის სამართლის  11 საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები