ვინ არის ვერაზე დაჭრის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია – სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

ვერაზე სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია წარმოშობით წალენჯიხიდანაა და ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით ის იტალიაში მცხოვრები “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას შვილია.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეს პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები