პრემიერი: ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს მოსმენის საშუალება – გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი.

„პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა და უსმენდა თუ არა საერთოდ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა. არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. მთელი ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის, ელჩების წინააღმდეგ, ერთ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. ქვეყანა თუ გიყვარს, რაღაც ორკვირიანი პერიოდის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის ინტერესები და იმიჯი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები