ღარიბაშვილი – გახარიაზე: მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერმინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი

“მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერმინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთელ ამ პროცესებში ნათლად ჩანს გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოკავშირეობა.

„მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი ოპოზიციის პროვოკაციებთან დაკავშირებით და აღარ მსურს ზედმეტი კომენტარის გაკეთება გარკვეული ადამიანების მოსაზრებებსა და კომენტარებზე. ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, ძალიან მარტივი ასახსნელია მათი ეს პროვოკაცია, ეს მოღალატეობრივი ჩართულობა მთელ ამ პროცესში და მათი ბუნებრივი მოკავშირეობა მიხეილ სააკაშვილთან. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერმინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები