ირაკლი კობახიძე: ოპერატორი უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა “ჩლიქოსანს”, ეს არის სირცხვილი, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა

“ოპერატორი უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა ჩლიქოსანს, ეს არის სირცხვილი, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ოპერატორი უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა “ჩლიქოსანს” და ა.შ. ეს არის სირცხვილი. რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის ფეიკინფორმაცია, რომელიც ვრცელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები