ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს ეშინია, ის ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას

“მიხეილ სააკაშვილს ეშინია, ის ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საყბრისას განაცხადა.

„სააკაშვილი არის იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, მეორე ადგილზეა. ის აანონსებს საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ აქედანვე ვპირდებით, ვნახავთ 2 ოქტომბრამდე, ვერავითარ ჩამოსვლას ის საქართველოში ვერ გაბედავს. ამის მას ეშინია. აქტუალური არ არის მისი ანონსი, რომელიც გამოაცხადა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები