ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნებისა“ და გახარიას არჩევნები, არამედ, ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში ან „ნაცმოძრაობა“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ აქტუალობა დაკარგა და საარჩევნო მარათონი “ოცნებასა” და ”ნაცმოძრაობას” შორის იმართება.

„ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნებისა“ და გახარიას არჩევნები, არამედ ისევ და ისევ, აქ სასწორზე დგას ორი რამ: ერთი – ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში მუნიციპალურ დონეზე ან „ნაციონალური მოძრაობა“ როგორღაც ახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ არიოს ქვეყანა თავის სატელიტებთან ერთად. ანუ, პირველ ყოვლისა, ეს არის პაექრობა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ვიღაცები ცდილობენ, აქცენტი გადაიტანონ არა „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც არის მეორე ძალა, არამედ ვიღაც გახარიაზე, რომელიც არის მესამე, მეოთხე თუ კაცმა არ იცის, კიდევ რა! შესაბამისად, არასწორია ასეთი აქცენტების გაკეთება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ მთავარ დაპირისპირებაზე, რაც დღეს სახეზეა. ეს არის „ქართული ოცნება“ და რევანშმოწყურებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ მიზნებისთვის იყენებს გახარიასაც, „ლელოსაც“, პეტრესაც და პავლესა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები