ქარელში დაშავებული, “მთავარი არხის” ოპერატორი საავადმყოფოდან გაწერეს

ქარელში დაშავებული, “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია “ნიუ ჰოსპიტალიდან” ცოტა ხნის წინ გაწერეს.

“მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები