„სახლში შენთან ერთად“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება

16 სექტემბერს, 19:00 საათზე, „უსახელო გალერეა  თბილისი“  სეზონს გახსნის ფოტოგამოფენით –  „სახლში შენთან ერთად”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „სახლში შენთან ერთად” არის ფოტოგამოფენა, რომელიც იკვლევს თბილისური ეზოს განწყობასა და ხალხს, რომელიც აქ სამ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს, მაგრამ გადაბარგებას ელოდება.
„თბილისის სახლების საერთო ეზოებს ქალაქის მრავალფეროვნების არეკვლისა და ხალხს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების დიდი ისტორია აქვს. ასეთი გამორჩეული ეზოების ერთ-ერთი მაგალითი არის ისნის რაიონში მდებარე სახლში.
1911 წელს მეფის არმიის გენერლისთვის აგებული სახლი ყოფილი საბჭოთა სამხედრო ჰოსპიტლის კომპლექსის გვერდით დგას, რომელიც მთლიან სამხრეთ კავკასიას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ბევრი სხვა, ეს ერთოჯახიანი სახლიც კომუნალურ საცხოვრებელ სივრცედ გადაიქცა საბჭოთა რეჟიმის დროს. ტრანსფორმაციის შემდეგ კი ის განაწილდა ათზე მეტ მაცხოვრებელს შორის.
საუკუნის შემდეგ, სახლის შერეული ეთნიკურობის, რელიგიის, ცხოვრების სტილისა და იდეოლოგიის, მაცხოვრებელი ოცნებობენ მის დანგრევაზე ინდივიდუალიზმით შთაგონებულ თანამედროვე მაღალ შენობაში ახალი ბინების მიღების იმედით.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, ბევრი ინვესტორი ესტუმრა ეზოს დაპირებებით. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი მათგანი, სარგებლის მიღების მისწრაფებით, დაბრუნდა მეზობლებთან განახლებული საოცნებო გეგმით. კონტრაქტს აქ მცხოვრებმა თითქმის ყველა ოჯახმა მოაწერა ხელი. სახლის იღბალი ყოველთვის პოულობს ერთ ოჯახს მაინც, რომელიც შემოთავაზების წინააღმდეგია.
გამოფენა არის პირდაპირი დიალოგი აქ მაცხოვრებელ ადამიანებთან. ფოტოები სახლის მაცხოვრებლების არქივებიდან არის შერჩეული. ისინი ადგილობრივების პირად მნიშვნელობებსა და ისტორიებს ატარებს. ამ ფოტოებთან ერთად წარმოდგენილია სახლის არქიტექტურული ნახაზები, რომელიც წარმოაჩენს მის ორიგინალურ, მიმდინარე და ახალ, დანგრევის შემდგომ გეგმას.
ნახაზები ასახავს გარდაუვალ საჭიროებებსა და სივრცით ცვლილებებს. გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც გაჟღენთილი იქნება ნოსტალგიით, ვაწყობთ ვახშამს, რომ განვიხილოთ, რას ვკარგავთ სარგებელზე გათვლილი სახლების პროექტებით, თბილისური ეზოებისა და საერთო სივრცეების მეხსიერების წაშლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენას კურატორობენ: გიორგი როდიონოვი და ონურ ჩერიტოღლუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები