რატი ბრეგაძე: „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ

„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ – „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანად მუშაობის შედეგია.

„ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა მუშობს ეფექტიანად, საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ამგვარი დაწინაურება, რა თქმა უნდა, მოიზიდავს დამატებით ინვესტორებს, რაც შექმნის კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილს და, შესაბამისად, წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები