ალექსანდრე ტყებუჩავა – ოპოზიციაზე: ყავლგასული „პოლიტიკოსების“ მავნებლური გეგმების განხორციელება ფოთზე ფსევდომზრუნველობის საბაბით ხდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ალექსანდრე ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ფოთელებო, ნება მომეცით, მოგმართოთ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქალაქ ფოთის პოლიტიკური გუნდის სახელით:
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის არჩევნები გულისხმობს მოქალაქეების მიერ მერობისა და საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც ვერ და არ იქნება „რეფერენდუმი“. საკითხის ამგვარი ფორმულირება სამართლებრივი კაზუსი და მოსახლეობის შეცდმომაში შეყვანის ვერაგული მცდელობაა. ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით ანთებული ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების პროვოკაციული გეგმები. დღეს უკვე ყავლგასული  „პოლიტიკოსების“ მავნებლური გეგმების განხორციელება ფოთზე ფსევდომზრუნველობის საბაბით ხდება, ვინაიდან ამ ქალაქის ბედი მათი ინტერესის საგანი არასოდეს ყოფილა, არც დღეს არის და მომავალშიც ასე იქნება! ამას თან ახლავს ახალი ჰიბრიდული პოლიტიკური სუბიექტის დილეტანტური ამბიციები და სურვილები, რომელიც, ასევე, გაურკვეველ მომავალს ჰპირდება ფოთსა და ჩვენ ქვეყანას.
ამ ყველაფრის ფონზე, დღეს ფოთის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს ფოთის პოლიტიკური გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და ახალგაზრდა პოლიტიკოსებით, რომლებიც ახალი ძალებითა და ენერგიით გაუმკლავდებიან ყველა არსებულ გამოწვევას. ეს არის გუნდი, რომელიც ფოთს გადაიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე და უზრუნველყოფს მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ფოთის ინფრასტრუქტურული პროგრამის სისტემური და კომპლექსური გადააზრება, რაც გამოიხატება მისი, როგორც სავაჭრო და ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრებაში. აქტიურად ვიმუშავებთ საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც, ასევე, იქნება ფოთის ეკონომიკური განვითარების (ბიუჯეტის ზრდის) ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ მოქალაქეების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით სრულფასოვნად ავამოქმედოთ თვითმმართველობის კონსტიტუციურად გაწერილი უფლება. ეს პროცესი გულისხმობს თვითმართველობის იდეის სრულად განხორცილებისკენ სვლას, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია”, – განაცხადა ტყებუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები