დღეს საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 000 დოზა “სინოფარმს” მიიღებს
საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – აღნიშნა მინისტრმა.