ნიკა მელიამ სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ალბათ, ასევე მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგა, ამნისტიასთან დაკავშირებით – კობახიძე

ეს არის ნიკა მელიას არჩევანი, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის მისი არჩევანი, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, ამ შემთხვევაში მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი.

მე შეგახსენებთ, რომ ის ასევე ამბობდა თავის დროზე, რომ არ მოაწერდა ხელს მიშელის დოკუმენტს, საბოლოო ჯამში, სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ასევე ალბათ, მოუწევს მას ამ ნაბიჯის გადადგა, როცა საქმე საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები