რუსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა იზოლაციაში იმყოფება

რუსეთის მოსახლეობის 57%-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისი გამოკითხვა “ლევადა-ცენტრმა” ჩაატარა.

საწინააღმდეგო აზრი აქვს გამოკითხულთა 38%-ს.

ამასთანავე, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა 2018 წლის შემდეგ. მაშინ სტატისტიკა განაწილდა 56/37-ზე.

ამავე დროს, გამოკითხულთა 44% თვლის, რომ რუსეთი დასავლეთს უნდა მოექცეს, როგორც მოკავშირეს. ასეთი მოსაზრება ხშირად გავრცელებულია 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. გამოკითხულთა 29% თვლის, რომ დასავლეთი უნდა აღიქმებოდეს, როგორც მეტოქე, 13%-ის აზრით კი – როგორც მეგობარი; 5% კი მიიჩნევს, რომ – როგორც მტერი.

გამოკითხულთა 39% დარწმუნებულია, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობა რუსეთს განიხილავს, როგორც კონკურენტს, 25% – როგორც მტერს და 13% კი – როგორც მეგობერს.

გამოკითხვამ ასევე გამოავლინა, რომ, გაზაფხულთან შედარებით, აგვისტოში რუსეთის მოქალაქეები დასავლეთის ქვეყნების, აშშ-ისა და უკრაინის მიმართ კეთილგანწყობილნი გახდნენ. ამასთან, თუ აშშ-ისა და უკრაინის მიმართ კვლავინდებურად არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება, ევროკავშირის ქვეყნების მიმართ დადებითი განწყობა საგრძნობლად ჭარბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები