შანაი ბრუკის მკლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი – ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ სამმართველოში მოინახულა, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა.

ადვიკატის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ და მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.

“ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დაკითხვას აპირებდნენ და ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, ამიტომ მოვითხოვე, იგი გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე.

საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მას გავეცანი მხოლოდ და ვნახე რომელ საათზე იყო დაკავებული. მოგეხსენებათ, სამმართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ერთზე დავრჩენილიყავით, თავად ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომ თანმხლები პირების გარეშე ვერ მოხდებოდა ჩვენს შორის საუბარი. გამომძიებელმა მითხრა, რომ არანაირი საქმე აღარ აქვთ მასთან და ახლავე გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას”, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები