დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს ამომრჩევლისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, ის  სოფელ ქვემო ბოლნისს ეწვია და  მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, მახირ ბაირამოვთან ერთად შეხვდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს გააცნო,  როგორც მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, ასევე კონკრეტული გეგმები თუ რის გაკეთებას აპირებს მათ სოფელში. ასევე, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე და მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

„ქვემო ბოლნისში, ბოლო წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას, მოწესრიგდა სკოლის სველი წერტილები და რაც მთავარია მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.

ჩვენთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქალაქსა და სოფელში შევქმნათ გამართული ინფრასტრუქტურა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები