როგორია კოვიდინფიცირებული ჩვილი ტყუპის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
კლინიკა “ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანლის, მანანა ბარათაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ჩვილი ტყუპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა, ორივე ბავშვის ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურებულია.
“მდგომარეობა რჩება მძიმე იმიტომ, რომ მრავლობითი კერებია კოვიდური პნევმონიის და ამიტომ ვენტილაცია უჭირთ ორივეს. ჟანგბადზე დამოკიდებულება ისევ 100 %-ია. დღეისათვის ერთადერთი რაც არის, ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა, წნევას და სატურაციას ვინარჩუნებთ მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად”, – განმარტავს კლინიკა “ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, მანანა ბარათშვილი.
ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, ორივეს ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად არის მოცული და მთელი განყოფილება იბრძვის ტყუპის გადასარჩენად.
ტყუპი, რომელიც მხოლოდ 20 დღისაა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩვილი ბავშვების კოვიდინფიცირებული დედა ვირუსს ემსხვერპლა.