ვიეტნამში მამაკაცი კორონავირუსის გავრცელებისთვის 5 წლით დააპატიმრეს

ვიეტნამში, მამაკაცს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საკარანტინო წესების დარღვევისა და კორონავირუსით რამდენიმე ადამიანის ინფიცირებისთვის.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

აღინიშნება, რომ 28 წლის ლე ვან ტრი დამნაშავედ ცნეს ” სხვა ადამიანებში საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებაში”, მას შემდეგ, რაც ივლისში, ეპიდემიის დროს ის “მშობლიურ პროვინციაში კამაუში ჰოშიმინიდან გაემგზავრა”.

”ახალგაზრდა მამაკაცი დაადანაშაულეს, სავალდებულო 21-დღიანი კარანტინის დარღვევაში კამაუში ყოფნის დროს, რეგიონში, რომელიც იმ დროისთვის შედარებით ნაკლებად იყო დაზარალებული კორონავირუსისგან”,- ნათქვამია Le Figaro-ს სტატიაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:”ტრის მიერ კარანტინის წესების დარღვევამ გამოიწვია მრავალი ადამიანის ინფიცირება და ერთი ადამიანის გარდაცვალება 7 აგვისტოს.”

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრიმ 8 ადამიანი დააინფიცირა.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ვიეტნამში შედარებით დაბალი რჩებოდა, ამჟამად ქვეყანა Covid-19- ის ყველაზე სერიოზული ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა.

ქვეყანაში 540 ათასზე მეტი ინფიცირებული და 13 ათასზე მეტი გარდაცვლილია. შემტხვევების უმეტესობა გამოვლენილია აპრილის ბოლოდან. უკანასკნელი თვეების განმავლობაში დედაქალაქი ჰანოი, ისევე როგორც ქალაქი ჰოშიმინი, რამდენჯერმე დაექვემდებარა მკაცრ კარანტინს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები