რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი, ევგენი ზინიჩევი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ის 55 წლის იყო.

რუსული მედია წერს, რომ აღნიშნული არქტიკული ზონის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის უწყებათაშორის წვრთნებზე მოხდა. უწყებაში ამბობენ, რომ მინისტრი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის დროს დაიღუპა.

დეტალები ჯერ უცნობია.

ზინიჩევი 2016 წლის ნოემბერში ФСБ-ს დირექტორის მოადგილე გახდა, ხოლო 2018 წელს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის მინისტრად.

2020 წლის 15 იანვრიდან იყო რუსეთის ფედერაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საკითხებში.

2020 წლის 21 იანვარს იგი ხელახლა დაინიშნა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსად.

2020 წლის 21 დეკემბერს მას მიენიჭა არმიის გენერლის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები