კახა კუჭავა: ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ჩვენი მიზანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

“დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. შევხვდებით ავსტრიის კანცლერს, ვისაუბრებთ აზერბაიჯანის, სამხრეთ კორეის, შვედეთისა და სლოვენიის სპიკერებთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ვენაში ვიზიტისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან ვისაუბროთ ჩვენს გეგმებზე, დღის წესრიგზე, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროპასთან. ის მხარდაჭერა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეებისგან გუშინაც და დღესაც ვისმენთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ საქართველო დგას ევროპულ გზაზე და რის მიღწევასაც ჩვენი ქვეყანა მათთან ერთად აპირებს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რამდენად ძლიერები ვართ ამ პოზიციის ბოლომდე მისაყვანად“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავას ვიზიტი ავსტრიაში 7 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები