საქართველოში “სინოფარმის“ დამატებითი დოზები 11 სექტემბერს შემოვა

ქვეყანაში „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ვაქცინა 11 სექტემბერს შემოვა, – ამის შესახებ ჟჯრნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირჩევენ „სინოფარმს“. მადლობა „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად. ეს მოგვცეს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები