ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან კახა კუჭავას შეხვედრა ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა, რა დროსაც საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც ს საქართველოს დღის წესრიგშია.

„შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეგობართა ჯგუფთან ეუთო-ში, რომელიც უკვე 16 წევრ სახელმწიფოს მოიცავს. წელს გაწევრიანდა სლოვაკეთი და კიდევ უფრო გაძლიერდა ეს ჯგუფი.

ზოგადად ძალიან აქტიური ჯგუფია, რომელიც გამოხატავს 16 ქვეყნის ძალიან მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობის თაობაზე, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში, რომ უზრუნველყოფილი იქნას დეოკუპაცია.

ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუმცა ეს ჯგუფი არის ძალიან დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიული განვითარებით, რეფორმებით, ისინი არიან ნამდვილი მეგობრები მეგობართა შორის და ცხადია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მათთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს არის ცალსახად მხარდაჭერის გამოხატვა ყველა წევრი სახელმწიფოსგან, რომელთა დედაქალაქები ისედაც აქტიურად მუშაობენ და მხარს გვიჭერენ“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები