ბელგიური გამოცემა EURACTIV-ი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე წერს

ბელგიურმა ონლაინ გამოცემამ „EURACTIV”-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ევროკავშირი, აშშ, ნატო მადლიერია საქართველოს მიერ გაწეული დახმარებისათვის, ქაბულიდან ევაკუაციაში“.

სტატიაში ნათქვამია, რომ 20 -ზე მეტი ფრენა განხორციელდა თბილისსა და ქაბულს შორის, რამაც ხელი შეუწყო 2500 -ზე მეტი ადამიანის ევაკუაციას. აღნიშნული მისიების დროს, საქართველომ ჰაბის ფუნქცია იტვირთა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს გაწეული წვლილისთვის ქაბულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის პროცესში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ჰაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველო კვლავაც რჩება ნატო-ს მთავარ პარტნიორად“, – განუცხადა ნატო-ს სპიკერის მოადგილემ პირს კაზალეტმა EURACTIV- ს.

„ჩვენი ქვეყნის მორალური ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს ამ რთულ დროს“, – საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები