ირლანდიური გამოცემა Diplomat.ie ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე წერს

ცოტა რამ არის ნათქვამი საქართველოს როლზე ავღანეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თუმცა, ის მნიშვნელოვანია, – ნათქვამია ირლანდიურ ონლაინგამოცემა Diplomat.ie-ს სტატიაში სახელწოდებით: „ავსტრალია, საქართველო, ირლანდია, თურქეთი და უკრაინა არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქაბულიდან მოქალაქეებისა და ავღანელების ჰუმანიტარული ევაკუაციის დროს გამოიჩინეს არნახული ძალისხმევა – დიპლომატიური და სამხედრო კოორდინაცია მისასალმებელია“.

„საქართველომ, ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით, სწრაფად გადააკეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ობიექტების ნაწილი ავღანეთიდან ევაკუირებულებისათვის- კვების, მომსახურების, სანიტარული საშუალებების, სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. საქართველოს ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ნატოს პასუხი კრიზისზე. ქართული შეიარაღებული ძალების როლმა, რამდენიმე დღეში 20-ზე მეტმა საევაკუაციო ფრენამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსფორმაციამ, კრიტიკული როლი შეასრულა ავღანეთის ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატებმა, საკონსულო თანამდებობის პირებმა და მათმა ძალისხმევამ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ღირსეული და ქმედითი პარტნიორი ნატოში მისი ტრანსატლანტიკური პარტნიორებისთვის, რაც უდავოდ იქნება აღიარებული როგორც ალიანსში გაწევრიანების მზადყოფნის მტკიცებულება“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები