ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება თუ იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ აწერდით ხელს

19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება თუ იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა მაშინ 4 თვის განმავლობაში რატომ არ აწერდით ხელს?!“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში არა ერთი საუბარი იყო ევროპასა და ნატოზე. 2012 წლამდე სრულად შეფერხებული იყო საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. გვქონდა სრული სტაგნაცია. 2012 წლის შემდეგ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ამის ხელშესახები შედეგებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზის ლიბერალიზაცია, ნატო-სთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა და ამის შედეგია ის რომ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. არასოდეს ისეთი მყარი არ ყოფილა ხელისუფლების პოზიცია, როგორიც არის დღეს, ამის შედეგია ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 10%-ით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები