საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები