“თალიბანმა” ავღანეთის ახალი მთავრობის წევრები დაასახელა.
როგორც დაჯგუფების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა – რომლის სიტყვებსაც Ariana News ციტირებს – ავღანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან აჰუნდი შეასრულებს, მისი მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარია.
თავდაცვის მინისტრი “თალიბანის” დამფუძნებლის შვილი, მუჰამად იაკუბ მუჯაჰიდია.
შს სამინისტროს “ხასანის ქსელის” დამფუძნებლის შვილი, სირაჯუდინ ჰაქანი გაუძღვება.
კულტურისა და ინფორმაციის მინისტრი ზაბიჰულა მუჯაჰიდია; საგარეო საქმეთა მინისტრი – მულა ამირ ჰასან მუთაქი. ქვეყნის დაზვერვას მოძრაობის პოლიტიკური ფრთის წევრი – აბდულ ჰაკ ვასიკი უხელმძღვანელებს.