ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე “დროას”, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები იმყოფებიან.

როგორც “დროას” წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.

მისი თქმით, 20 ივნისის ამნისტია არ უნდა შეეხოს იმ პოლიციელებს, რომლებმაც “ადამიანებს თვალები დათხარეს”.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

“შიგნით აფორმებენ, რომ 20 ივნისის ამნისტია შეეხოს იმ პოლიციელებს, ვინც თვალები დათხარა ადამიანებს. ამის გასაპროტესტებლად მოვედით აქ, გვინდოდა, პულივიზატორით სტენსილი გაგვეკეთებინა – “არა ოკუპანტის ამნისტიას – 20 ივნისი”. ის სტენსილი დაგვალეწეს თავზე, პულივიზატორები, რაც გვქონდა, მოგვპარეს”, – თქვა პარტია “დროას” ერთ-ერთმა წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები