13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ყველა სხვა შეზღუდვა კი ამ ეტაპზე ძალაში რჩება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, სხვა დანარჩენი შეზღუდვა, ამ ეტაპზე, ძალაში რჩება.