საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი.
შესაბამისი განცხადება ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები