ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ნონსენსსა და პარადოქსშია შესული, ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ნონსენსი იქნება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე დღის წინ მათ ხელი მოაწერეს ანულირებულ შეთანხმებას, სრული აბსურდი გააკეთეს, ახლა იმ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებენ. ასეთ ნონსენსსა და პარადოქსში არიან შესულები. ეს არის სრული აბსურდი. ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები