თეა წულუკიანი ფილიპინების ელჩს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე – კახა სიხარულიძე ფილიპინების რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია ელენა პალო ალგაბრეს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ელჩს სამინისტროს საქმიანობა გააცნო.

მხარეები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები