ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთი-გრიგოლეთის საზღვართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის პირას მდებარე ბეტონის ბოძს შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მასთან ერთად არავინ იმყოფებოდა. გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები