“კარფური” განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება – “ფეისბუქის” მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში გზავნილს იღებენ, რომელიც მაღაზია Carrefour-ის სახელით ვრცელდება.

ფეიკ-ლინკზე გადასვლისა და კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია, თითქოს, 64-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს.

კომპანია ‘’კარფური“ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour – ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება “კარფურ საქართველოს” მხრიდან!
“კარფურის” ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება “კარფურის” ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!
გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები