საქართველოში კორონავირუსით 40 წლამდე ასაკის 100-მდე ადამიანია გარდაცვლილი

კორონავირუსიით 40 წლამდე 100-მდე ადამიანია გარდაცვლილი, რაც ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, როდესაც ახალგაზრდებში არის ლეტალობის შემთხვევები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ლეტალურ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თანმდევ დაავადებებს.
„თუმცა, იმის გამართლება, რომ თანმდევი დაავადების გამო ახალგაზრდა ან ბავშვი დაიღუპა, ეს საკმაოდ რთული გასაგებია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ასაკის მიუხედავად, უნდა იყვნენ აცრილები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები