პრემიერმინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს
პრემიერმინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” წერს, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა.
„მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს. ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა და, დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პატარა ქართველ მსოფლიო ჩემპიონსა და მთელს საქართველოს, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.