ნინო ლაცაბიძემ ოპოზიცია მცდარ დაპირებებში ამხილა

რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ოპოზიცია მცდარ დაპირებებში ამხილა და მოუწოდა, რომ შეწყვიტონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მათი გულის მოგების მიზნით.

მისი ინფორმაციით, ქალაქში გარკვეული პოლიტიკური ძალები მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევენ და ავტოფარეხების დაკანონებას ჰპირდებიან. კანდიდატი აცხადებს, რომ ამას კანონი არეგულირებს.

“რუსთავში ოპოზიციურ პარტიებს მინდა ვთხოვო, მივმართო, რომ მისცენ საშუალება მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთონ არჩევანი. მოსახლეობაში დადის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ დააკანონონ ავტოფარეხები და თქვენ იცით, რომ ავტოფარეხები ხშირ შემთხვევაში განთავსებულია საზოგადოებრივ სივრცეებში და ამას არეგულირებს შესაბამისი კანონი. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა არ შევიდეს შეცდომაში. მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია ამხანაგობები და სწორედ მათ აქვთ უფლება, მიმართონ მუნიციპალიტეტს და კანონის შესაბამისად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები