“მიუ” შტამის გენომის სპაკ-ცილაში აქამდე უცნობ ჩანართი გამოვლინდა – მეცნიერებისთვის მისი შედეგები გაუგებარია

კოლუმბიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და ჯანმრთელობის ტროპიკების კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა კორონავირუსის “მიუ” შტამის გენომში აღმოაჩინეს ​სპაიკ-ცილაში 146 N ჩანართი, თუმცა, მისი მნიშვნელობა ჯერ უცნობია.

ამის შესახებ მეცნიერების ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი.

“მიუ” შტამის პირველი ნიმუში მეცნიერებმა იანვარში მიიღეს და აღმოაჩინეს სპაიკ-ცილაში 146 N ჩანართი და რამდენიმე ამინომჟავის შემცვლელები.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ გამოვლენილი 146 N მუტაციის დანიშნულება ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

“სპაიკ-ცილაში 146 N-ის ჩანართი არის პირველი ასეთი ტიპის შემთხვევა; ამიტომ, მისი შედეგები ინფექციურობის, გადადებისა და პათოგენეზის თვალსაზრისით ჯერ უცნობია”, – აღნიშნავენ მეცნიერები.

ადრე, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) ხელმძღვანელმა, სეთ ბერკლიმ თქვა, რომ “მიუ” შტამი იწვევს ინტერესს, განსაკუთრებით, მისი მაღალი გადამდებობისა და იმუნიტეტის თავიდან აცილების პოტენციალის გამო.

კორონავირუსის B.1.621 შტამი პირველად იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს, რომელიც ჯანმო-ს მონიტორინგის სიაშია შეყვანილი და მონიშნულია ბერძნული ასობგერით – “მიუ” და ორგანიზაციის მეცნიერებისთვის “ინტერესის საგანს” წარმოადგენს.

დღეს კი ვირუსის ეს ვარიანტი, სულ მცირე, 39 ქვეყანაში დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები