აშშ-ში ქარიშხალ “იდა”-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
ათობით ადამიანია დაღუპული ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში: კონეკტიკუტში, მერილენდში, ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკში, პესისლვანიასა და ვირჯინიაში.
CNN-ის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 46-მდეა გაზრდილი.
მათგან 23 დაღუპულია ნიუ ჯერსის შტატში. როგორც გუბერნატორმა, ფილ მერფიმ თქვა, ადამიანების უმეტესობა საკუთარ მანქანებში აღმოჩნდა ბლოკირებული წყალდიდობის შედეგად. ასევე, არიან დაკარგულებიც, ამიტომ, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ფილადელფიაში ბევრი ქუჩა დაიტბორა, რამაც მატარებლებისა და ავტობუსების გადაადგილება შეაფერხა, დახურულია საქალაქო შენობები და ხალხს მოუწოდეს, სახლებიდან იმუშაონ.
46 დაღუპულიდან 16 ნიუ იორკის შტატშია, მათგან 13 ქალაქ ნიუ იორკში, სამი კი – ვესტეჩესტერის ოლქში.
აშშ-ის პრეზიენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.