რატი ბრეგაძე: იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უნივერისტეტები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემოდათ, ბიძინა ივანიშვილმა კი სახელმწიფოს არათუ სიმბოლურ ფასად, არამედ სრულიად უსასყიდლოდ, მილიარდზე მეტი ღირებულების საუკუნის პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადასცა

„იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ღებულობდნენ უნივერისტეტებს სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან და რა პასუხი გაეცა ამას ბატონი ივანიშვილის მხრიდან, მართლაც რომ უპრეცედენტო, მილიარდზე მეტი ინვესტიცია, რომლითაც უნივერსიტეტი აშენდა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების” საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკუნის პროექტია, რომელიც სახელმწიფოს უსასიდლოდ გადაეცა.

„ ეს არის მართლაც რომ საუკუნის პროექტი. თამამად შეიძლება ამის თქმა და რაც გაკეთდა მომავალში სრულიად უსასყიდლოდ, არათუ სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოს. აი,ეს არის შედარება და აქვე კიდევ ერთ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი ძველსა და ახალს როდესაც ვადარებთ: შუაგულ თბილისში, მოგეხსნებათ, გაყიდული იყო იპოდრომი და იქ იგეგმებოდა სხვადასხვა მშენებლობის განვითარება, უბნის აშენება და ა.შ. ამ ადამიანმა გამოისყიდა ეს ტერიტორია და დღეს, თბილისში შენდება მართლაც რომ უნიკალური ცენტრალური პარკი, რომლითაც დარწმუნებული ვარ არა მარტო თბილისლები, არამედ მთელი საქართველო იამაყებს. სწორედ ესაა ძირითადი სხვაობა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები