ირაკლი ღარიბაშვილი: გვარამიას გადაეცით, რომ ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის
“გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე – ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა მედიისთვის კომენტარები ჭიათურაში გააკეთა.