იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამი – B.1.621 არის გამოვლენილი, რომელიც ჯანმო-ს მონიტორინგის სიაშია შეყვანილი და მონიშნულია ბერძნული ასობგერით – “მიუ”. აღინიშნება, რომ “მიუ” შტამი ჯანმო-სთვის “ინტერესის საგანს” წარმოადგენს.
ქვეყანაში “მიუ” შტამით ინფიცირების, სულ მცირე, ორი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის ეს ვარიანტი ქვეყანაში ივნის-ისვლისში ჩაფრენილ ორ მგზავრს აღმოაჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის “მიუ” შტამის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი, როდესაც ის კოლუმბიაში გამოვლინდა, თუმცა, ამის შემდეგ, სულ მცირე, 39 ქვეყანაში დადასტურდა.
ჯანმო-ს მონაცემით, “მიუ” ვარიანტს აქვს ისეთი მუტაციები, რომლებსაც აქვთ უნარი, ვაქცინით უზრუნველყოფილ იმუნიტეტს აარიდოს თავი.
ზაფხულში “მიუ” ვარიანტი ასევე დომინიკის რესპუბლიკაშიც დაფიქსირდა, თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ამ ვარიანტით ინფიცირების ზუსტ სტატისტიკას არ აქვეყნებს, მაგრამ ნათქვამია, რომ შტამი გამოვლენილია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.